ლატვიური ავიაკომპანია Airbaltic ფინანსურ რესტრუქტურიზაციას ახორციელებს: გადამზიდავმა მომხმარებლებს აცნობა, რომ ფინანსურ სირთულეებს განიცდის და კრედიტორებისგან სამართლებრივი დაცვის მოთხოვნას გეგმავს.

სასამართლო მექანიზმი თავი 11, რომლის გამოყენებასაც გადამზიდავი გეგმავს, ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურაა, რომელიც სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ კრედიტორების მოთხოვნებისგან დაცვისა და რესტრუქტურიზაციის საშუალებას იძლევა. უცხოურ კომპანიას ასევე შეუძლია გამოიყენოს იგი გარკვეულ გარემოებებში, თუ მას აქვს საკმარისი კავშირები შეერთებულ შტატებთან და საფუძველი იმისა, რომ საქმე განიხილოს აშშ-ის სასამართლომ.

ამავდროულად, Airbaltic ხაზს უსვამს, რომ გაფრთხილება არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც გაკოტრების გამოცხადება.

ვრცლად 34travel.me – ზე