აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები პროგრესით მიმდინარეობს.

"ჩვენ გვაქვს დიდი პროგრესი რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით. ვნახავთ რა მოხდება. ჩვენ შევაჩერებთ ამ უაზრო ომს". - თქვა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპმა ისაუბრა, რომ მას სურს შეთანხმების მიღწევა უკრაინასთან, რათა აშშ-მ მიიღოს წვდომა უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე, როგორც აშშ-ის მხრიდან რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობაზე.

ტრამპის თქმით, აშშ-მ მეტი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე მისმა ევროპელმა პარტნიორებმა.

"ჩვენ გვსურს გავაფორმოთ შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე". - თქვა ტრამპმა.

tabula.ge