გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-ს ვესაუბრებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან გვჭირდება. თუ მას ვერ მივიღებთ, მაშინ ეროვნულ უსაფრთხოებაში დიდი ხვრელი გვექნება, კერძოდ, „ოქროს გუმბათისა“ და სხვა საკითხების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ტარიფები იმ ქვეყნების წინააღმდეგ დააწესოს, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის ინტერესს არ დაეთანხმებიან.

„შეიძლება ეს გრენლანდიისთვისაც გავაკეთო. შეიძლება ტარიფები დავუწესო ქვეყნებს, თუ გრენლანდიაზე არ დაგვეთანხმებიან, ვინაიდან გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ამიტომ შეიძლება ეს გრენლანდიისთვის გავაკეთო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

www.interpressnews.ge