Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა 2026 წელს Brent-ისა და WTI-ის ტიპის ნავთობის ფასების პროგნოზები გაზარდეს სპარსეთის ყურიდან საწვავის მიწოდების შემცირების ფონზე.
მიმდინარე წლის Brent-ის საშუალო ფასის პროგნოზი ბარელზე 77 დოლარიდან 85 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო WTI-ის ნავთობის 72 დოლარიდან 79 დოლარამდე.
Goldman–ის პროგნოზი გამომდინარეობს ვარაუდიდან, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვები ექვსი კვირის განმავლობაში ნორმალური მოცულობის მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რის შემდეგაც ისინი ერთ თვეში აღდგება. შედეგად, გლობალური ბაზარი დაახლოებით 800 მილიონ ბარელს დაკარგავს.