საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტმა კვირას 23 ივლისს მგზავრთა ნაკადის ყველა დროის საკუთარი რეკორდი მოხსნა. აეროპორტმა 124 478 მგზავრი გაატარა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
საბიჰა გოკჩენში იანვარ-ივნისში 108 ათას 60 რეისი განხორციელდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში სულ 17 მილიონ მგზავრს უმასპინძლა.
აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის ბერქ ალბაირაქის თქმით, აეროპორტში ინტენსივობა იმის ნიშანია, რომ ტურიზმის სექტორს წელს ძალიან პროდუქტიული სეზონი ჰქონდა.
„ყოველ კვირას ჩვენ ვამყარებთ ახალ რეკორდს,ჩვენ ვიღებთ ჩვენი შრომის ჯილდოს იმ რეკორდებით“- განაცხადა ალბაირაქმა.
საბიჰა გიოკჩენის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელიც ემსახურება 156 მიმართულებას და 52 ქვეყანას 39 შიდა და 117 გარე მიმართულებით, ივნისში დაამატა ახალი მიმართულებები, საუდის არაბეთის პროვინცია ელ ქაზიმი და ყაზანი რუსეთში. ასევე მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა.