გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ სამრეწველო წარმოების მკვეთრი ვარდნა დააფიქსირა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა რეცესიის ზღვარზეა. მარტის მაჩვენებლები წინა თვესთან შედარებით 3.4%-ით დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მარტში გერმანიაში სამრეწველო შეკვეთები თებერვალთან შედარებით 10,7%-ით დაეცა, რაც ყველაზე დიდი თვიური კლებაა 2020 წლის შემდეგ. ქვეყანაში საცალო გაყიდვები და ექსპორტიც შემცირდა. მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 0.4%-დან 0.5%-მდე დაეცა. პირველ კვარტალში მშპ-მ ნულოვანი ზრდა აჩვენა.
„გერმანიის წარმოება სულ უფრო და უფრო დაზარალდება გლობალური განაკვეთების მატებით, რაც ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს. გერმანიაში რეცესიის რისკი იზრდება“, - განაცხადა Commerzbank-ის მთავარმა ეკონომისტმა რალფ სოლვენმა.