საფრანგეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი გაავრცელა. გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც 2025 წლის 10 მაისით თარიღდება, ჩანს რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ამერიკელ ლიდერს ტელეფონით ესაუბრება.
„დონალდ, ვიცი, რომ თქვენთან ჯერ ძალიან ადრეა. ვწუხვარ, რომ ამ დროს გირეკავთ“, – უთხრა მაკრონმა ტრამპს.
საფრანგეთის ლიდერი ამერიკელ კოლეგას ეუბნება, რომ თანახმა თუ იქნება რამდენიმე წუთში გადაურეკავს და სატელეფონო საუბარში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ემანუელ მაკრონი მიზეზად ასახელებს უკრაინის გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს აშშ-ს მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას.
„ზელენსკი ყველაფერს დათანხმდა? კარგი. ამისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ავიღებ“, – უპასუხა ტრამპმა.
შემდეგი კადრი, რომელიც ვიდეოზე ჩანს არის, მაკრონი, ზელენსკი, ტუსკი, მერცის და სტარმერი, რომლებიც რეკავენ ტრამპმთან. ზელენსკი ტრამპს აფრთხილებს, რომ ლიდერების გარდა ადგილზე იმყოფებიან ჟურნალისტებიც და განუცხადა, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
საუბრიდან ირკვევა, რომ ტრამპი პოზიტიურადაა განწყობილი და ფიქრობს, რუსეთის პრეზიდენტიც დათანხმდება ამ წინადადებას.