აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 25 პუნქტით, 4,25-4,5%-მდე შეამცირა. ამასთან, 2025 წლისთვის აშშ-ში ინფლაციის პროგნოზი 2.1%-დან 2.5%-მდე გაზარდა.
საპროცენტო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების უმეტესობის მოლოდინებს. მათი დიდი ნაწილი ასევე მოელის, რომ დეკემბერში Fed-ი განაკვეთს კიდევ 25 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
განაკვეთის შემცირებას მხარი FOMC-ის ყველა წევრმა დაუჭირა, გარდა კლივლენდის ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელის ბეთ ჰამაკისა. ცნობისათვის, FOMC-ი მიზნად ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალური დასაქმებისა და 2%-იანი ინფლაციის მიღწევას.
ამასთა, ფედრეერვმა 2%-დან 2.1%-მდე გააუმჯობესა აშშ-ის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ უმუშვრობა შტატებში 2025-2027 წლებში 4.3% იქნება.
მთლიანობაში FED-ის მონაცემებით, 2024 წელს შტატებში ინფლაცია იქნება 2.4% (აქამდე მოსალოდნელი იყო 2.3%), საბაზო ინფლაცია - 2.8 (მოსალოდნელი 2.6%), მშპ 2.5% (მოსალოდნელი 2.3%), უმუშევრობა 4.2% (მოსალოდნელი 4.4%).
„ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დასაქმება და დავბრუნდეთ ინფლაცია ჩვენს 2%-იან მიზნამდე“, - ნათქვამია Fed-ის განცხადებაში.