ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად გაზრდილი ინფლაციის დაძლევა დაასახელა.
კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით (+0.25%) 3.75%-მდე გაზარდა. წინა შეხვედრებზე პოლიტიკის განაკვეთი 50 და 75 საბაზო პუნქტით იზრდებოდა.
აღსანიშნავია, რომ აპრილში ევროზონის მასშტაბით ინფლაციის დონე 6.9%-მდე შემცირდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.
მოსალოდნელია, რომ ენერგიის ფასების კლების მიუხედავად, ევროპაში ინფლაციის დონე მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სწორედ ამიტომ, ECB კვლავ აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.