6 ოქტომბერს, გაზის დღის შემდეგ, მთელ ევროპაში მიწისქვეშა საწყობებში გაზის მარაგი 72.97%-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის ოპერატორთა ასოციაცია Gas Infrastructure Europe (GIE) ავრცელებს.
ეს 15.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ თარიღისთვის დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, წმინდა ჩატვირთვამ საშუალოდ 210 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა დღეში, რაც ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე 36.1%-ით მეტია.
ევროპაში ბუნებრივი აირის მარაგების დონე გლობალური გაზის ბაზრის მთავარი ინდიკატორია.