ევროკავშირი გეგმავს საგანგებო შეხვედრის გამართვას ტრამპის მიერ გრენლანდიის გამო გამოცხადებულ „სატარიფო ომთან“ დაკავშირებით.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩები საგანგებო შეხვედრას დღეს, 18 იანვარს, გამართავენ.
დიპლომატები გეგმავენ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას, რათა დაიცვან ეკონომიკა აშშ-ის მხრიდან ახალი სავაჭრო შეზღუდვებისგან.
"ევროკავშირის კანონმდებლები ევროკავშირი-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმების შეჩერების ინიციატივით გამოდიან მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გრენლანდიასთან დაკავშირებული ტარიფებით დაიმუქრა", – იუწყება Bloomberg.