ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, დღეს, 18 ნოემბერს, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.

საგარეო საქმეთა საბჭო ბრიუსელში, 18 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

საბჭოს დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ - ევროკავშირის პასუხზე რუსეთის აგრესიულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ.

ამასთან, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირი-აშშ ურთიერთობებს. კერძოდ, ევროკავშირის მინისტრები, სავარაუდოდ, განიხილავენ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით.

ასევე, განხილვის თემა იქნება მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში. საბჭო გამართავს დისკუსიას ახლო აღმოსავლეთში ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

ipn.ge