ევროკავშირი გმობს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის ნაბიჯი, რომელიც შემდგომ მიგვიყვანს უკიდურესად საშიშ ესკალაციამდე“, – აღნიშნავს ბორელი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც რუსეთს ბუდაპეშტის მემორანდუმის საფუძველზე ეკისრება და რომლის მიხედვითაც ბელარუსმა ყველა ბირთვული იარაღის ლიკვიდირება მოახდინა საკუთარი ტერიტორიიდან. გადაწყვეტილება ასევე ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის მქონე ხუთი სახელმწიფოს ლიდერის 2022 წლის 3 იანვრის ერთობლივ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბირთვულს ომს გამარჯვებული არ ეყოლება და არასდროს არ უნდა იქნეს გამოყენებული.