ევროკომისიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მან დაიწყო სრული და "სიღრმისეული" გამოძიება Amazon-ის მიერ $1.7 მილიარდად ჭკვიანი მტვერსასრუტების მწარმოებელი iRobot-ის შესყიდვასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს გასაჯაროვდა, მას შემდეგ, რაც გაერთიანებული სამეფოს შესაბამისმა ორგანომ შესყიდვასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჭკვიანი მტვერსასრუტი Roomba-ს მწარმოებელი კომპანია iRobot-ის 1.7 მილიარდ აშშ დოლარად შეძენის შესახებ ინფორმაცია Amazon-მა შარშან გაასაჯაროვა.
ევროკავშირის აღმასრულებელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამ გარიგების პოტენციალით, შეზღუდოს კონკურენცია ამ პროდუქტების ბაზარზე და კიდევ უფრო გააძლიეროს Amazon-ის, როგორც ონლაინ ბაზრის პოზიციები.
თუ დანიშნული გამოძიების ფარგლებში არსებული ეჭვები დადასტურდება, ევროკავშირის ანტიმონოპოლიურ ხელისუფლებას უფლება აქვს დაბლოკოს ეს გარიგება. ევროკომისიის განცხადების ფონზე, iRobot-ის აქციები ფასი არ შეცვლილა.
ევროკომისია აპელირებს ტექნოლოგიური გიგანტის მხრიდან შესაძლო მანიპულაციაზე, რომლის შედეგადაც, პლატფორმაზე მყიდველებისთვის უფრო თვალსაჩინო Amazon-ის მფლობელობაში გადმოსული iRobot-ის პროდუქცია იქნება, ნაცვლად კონკურენტების პროდუქციისა.
ამაზონის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აგრძელებენ მუშაობას ევროკომისიასთან და ორიენტირებულები არიან, რომ უპასუხონ მათ კითხვებს და გააქარწყლონ გარიგებასთან დაკავშირებული ეჭვები.