„ევერტონს“ ზურიკო დავითაშვილის დამატება სურს და მზადაა, დიდი თანხა გადაიხადოს – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot Sur 7 წერს.

„პრემიერლიგის გუნდი ლიგა 1-ის პლეი ოფის შედეგებს ელოდება, მაგრამ 13 მილიონი ფუნტის ღირებულების ტრანსფერს უკვე განიხილავს. მაგრამ რა ფასად შეუძლია „ევერტონს“ ზურიკო დავითაშვილის დამატება?

ქართველი ვინგერი საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა „სენტ-ეტიენის“ შემადგენლობაში, რომლის სეზონიც ჯერ კიდევ გრძელდება და ფრანგული გუნდი „ნიცასთან“ ლიგა 1-ის პლეი ოფისთვის ემზადება. თუ „ნიცას“ ვერ დაამარცხებენ, „მწვანეები“ 25 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლის საშუალებას მისცემენ.

„ევერტონის“ გარდა დაინტერესებულ კლუბებს შორის არიან „ოლიმპიაკოსი“, „ბენფიკა“ და „ბეშიქთაში“, ხოლო „სენტ-ეტიენი“ იმედოვნებს, რომ თავისი ვარსკვლავისთვის მინიმუმ 15 მილიონ ევროს მიიღებს. „ბენფიკამ“ ადრე დავითაშვილის თაობაზე კონკრეტული შეთავაზება გააკეთა, „ევერტონიც“ ინტერესს იჩენდა, თუმცა მათი 11 მილიონი ფრანგებმა უარყვეს“.

წყარო: პირველი არხი