ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები.

შემთხვევის გამო, შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის. რეგიონში ამოქმედდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ზომები.

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.