უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა მთელი ავიაჯგუფი - 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 დაკარგა. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „ლენტა.რუს“ ავრცელებს, მათივე ცნობით სავარაუდოდ ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები დაიღუპა, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ საჰაერო ხომალდები ე.წ. „საჰაერო ალყის“ შედეგად, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ჩამოაგდეს.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაჯგუფის წინააღმდეგ, გამოიყენეს ახალი ალყის ახალი ტაქტიკა.
ოთხი რუსული სამხედრო საფრენი აპარატების ჩამოგდებასთან უკრაინის კავშირს ირიბად ისიც ადასტურებს, რომ ბრიანსკის ოლქის კლინცოვოს რაიონში ამოქმედდა გეგმა „გადატაცება“. რაიონში ეძებენ დივერსანტებს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ ამ თავდასხმასთან.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 შვეულმფრენისა და 2 თვითმფრინავისა და მათი ეკიპაჟების დაღუპვაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.