ერევანში, ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთი - საქართველოს მატჩამდე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები რესპუბლიკის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და სტადიონისკენ მსვლელობას დაიწყებენ.

ზუსტად ამ დროს სომხეთის ნაკრების ქომაგები – FAF Ultras-ი გულშემატკივართა ერთიან მსვლელობას მოაწყობს. მონაწილეთა შეკრება 18:00 საათზე საფრანგეთის მოედანზე, არამ ხაჩატურიანის ძეგლთან დაიწყება, რის შემდეგაც გაერთიანებული ჯგუფი რესპუბლიკური სტადიონისკენ 19:00 საათზე გაემართება.

20 მარტს სომხეთის ნაკრები საქართველოს ერევანში დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი კი თბილისში 23 მარტს გაიმართება. შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, საქართველოს რადიო და პირველი-არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

პირველი არხი