hurriyet.com.tr-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 98.74%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 49.35% მიიღო. მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45% აქვს.

რაც შეეხება პრეზიდენტობის მესამე კანდიდატს, სინან ოღანს,წინასწარი ინფორმაციით, მან ამომრჩევლების ხმების 5.22% მიიღო.

ცნობისათვის, თუკი ხმების 50% მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.