ეიფელის კოშკის ორიგინალური კიბის ფრაგმენტი მომავალ თვეში პარიზში აუქციონზე გაიყიდება, იტყობინება The New York Times.
ეს არის სპირალური კიბის ნაწილი, რომელიც ვიზიტორებს მეორე სართულიდან ნაგებობის მწვერვალზე აჰყავდა. 1983 წელს ნაგებობა დაშალეს და 24 სეგმენტად დაიყო. ამ ელემენტების უმეტესობა აუქციონზე უკვე გაიყიდა.
2016 წელს ერთი სეგმენტი 611 000 დოლარად გაიყიდა, რაც ყველაზე მაღალი ფასია, რაც კი ოდესმე გადაუხდიათ ასეთ ობიექტში.
აუქციონის სახლის ცნობით, ამჟამინდელი ლოტის საწყისი ფასი 120 000-დან 150 000 ევრომდე იქნება.