დუბაიში მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი, „ბურჯ აზიზის“ სახელით ცნობილი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

ცათამბჯენის სიმაღლე 725 მეტრი იქნება. შვიდვარსკვლავიანი კომპლექსი სასტუმროს, აპარტამენტებს, პენტჰაუსებს, ღამის კლუბებს, რესტორნებს, დასასვენებელ სახლებსა და უნიკალურ ვერტიკალურ სავაჭრო ცენტრს მოიცავს. იმის მიუხედავად, რომ 830 ფუტი სიმაღლის მეზობელ ცათამბჯენ „ბურჯ ხალიფას“ შემდეგ, „ბურჯ აზიზი“ სიმაღლით მეორე შენობა იქნება, ის მთელ რიგ მსოფლიო რეკორდს მოხსნის.

მაგალითად, მასში განთავსდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმროს ლობი მე-11 დონეზე, უმაღლესი ღამის კლუბი 126-ე დონეზე, უმაღლესი სადამკვირვებლო მოედანი 130-ე დონეზე, დუბაის უმაღლესი რესტორანი 122-ე დონეზე და დუბაის უმაღლესი სასტუმრო ოთახი 118-ე დონეზე.

Azizi Developments-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მირვაის აზიზი აცხადებს, რომ ინვესტიცია „ბურჯ აზიზიში“ 6 მლრდ არაბულ დირჰამს, დაახლოებით, 1.3 მლრდ ფუნტ სტერლინგს აღემატება. მისი თქმით, „ბურჯ აზიზს,“ ასევე, ინოვაციური დიზაინი და მოწინავე ტექნოლოგიები ექნება.

Mirror-ის ცნობით, 131-სართულიანი ცათამბჯენის გაყიდვები 2025 წლის თებერვალში დაიწყება, თუმცა, ფასები ჯერ არ საჯაროვდება.

ბიზნესპრესნიუსი