სადაზვერვო დრონების გერმანმა მწარმოებელმა, Quantum Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების შესანარჩუნებლად და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინაში ცენტრი გახსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით ცენტრი ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადებას, სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებას.

მაისის ბოლოს, უკრაინამ კომპანიას Vector-ის ტიპის 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა.