აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, პეკინში ვიზიტს აანონსებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

16 მაისის დილას კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი პეკინს ეწვევა ტრამპის ვიზიტიდან ზუსტად ერთ კვირაში.

„19-20 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე კრემლი აცხადებდა, რომ ვიზიტი „ძალიან მალე“ გაიმართებოდა, თუმცა თარიღი დაზუსტებული არ ყოფილა.

პუტინსა და სის 40-ზე მეტი შეხვედრა აქვთ გამართული, - განსხვავებით აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრებისგან.

ტრამპი და სი ძინპინი 14 მაისს პეკინში, სახალხო კრების სასახლეში შეხვდნენ. ლიდერების მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ დაადასტურა, რომ სი ძინპინი 2026 წლის შემოდგომაზე ვაშინგტონს ეწვევა. ეს ჩინეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება აშშ-ში ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

www.radiotavisupleba.ge