დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შედეგად, Trump Media & Technology Group-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.
Forbes-ის ინფორმაციით, აქციების გაძვირებამ თითქმის 300 მილიონი დოლარი შემატა ტრამპის ქონებას.
„ჩვენი ბოლო შეფასებით, ტრამპის წმინდა ქონება 6,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი ქონება მერყეობდა ბოლო თვეებში Trump Media-ში არასტაბილური ვაჭრობის ფონზე“, - ნათქვამია Forbes-ის სტატიაში.