დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის დეტალების გასაჯაროებას გეგმავს.

CBS News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ხომ არ დაავიწყდა, რომ ომი პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო?“, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მან „დეტალები იცის“.

„მე დეტალები ვიცი, გასაგებია ეს? რაღაც ეტაპზე ამ დეტალებს გავასაჯაროებ. მაგრამ, მე ერთი რამის გარდა არაფერი მაინტერესებს: მსურს, ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულება სურთ.

„თვეში საშუალოდ 25 000 ჯარისკაცი იღუპება. გასულ თვეში 32 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ვფიქრობ, ორივე ლიდერს, დიახ, ორივეს, ამ ომის დასრულება სურს. ვფიქრობ, დასრულდება კიდეც“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ipn.ge