გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ბანკი, HSBC-ი, გადახდებს რუსეთიდან და ბელარუსიდან აღარ მიღებს, - ამის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და კლიენტებს, რომლებიც გეგმავენ გადახდების განხორციელებას ან მიღებას რუსეთში ან ბელარუსში, ალტერნატიული ვარიანტების გამოყენება ურჩია.
„ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ გადახდების დამუშავება რუსეთიდან ან ბელარუსიდან“,- წერია ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პერსონალური საბანკო გადახდების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მოჰყვა ბრიტანეთის კრედიტორის გასვლას ბანკინგიდან.
შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მისი შეჭრისა და აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შემდეგ, რუსეთის საბანკო სისტემა "სვიფტიდან" ჩახსნეს. საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა რუსული ბაზარი დატოვეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც სკეპტიკურად უყურებს უკრაინის მხარდაჭერას, შესაძლოა, სანქციები მოხსნას, როცა უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ბანკი, HSBC, ევროპულ ბანკებს შორის განსაკუთრებით მგრძნობიარეა აშშ-ს ხელისუფლების ზედამხედველობის მიმართ. 2 მილიარდ დოლარზე მეტი ჯარიმების გადახდა მოუწია აშშ-ში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო კონტროლის შეფერხებისთვის HSBC-ის მექსიკის ფილიალში.