დიდ ბრიტანეთში 700-ზე მეტი ახალგაზრდა თანამშრომელი „მაკდონალდსს“ შევიწროებაში ადანაშაულებს

იურიდიულმა ფირმა Leigh Day-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მედიაში ფართოდ გავრცელდება ბრალდებები „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის თანამშრომელთა შევიწროების შესახებ, სწრაფი კვების ამ დაწესებულების 700-ზე მეტმა ახალგაზრდა მუშაკმა სასამართლოში იჩივლა. Leigh Day კომპენსაციას ითხოვს „მაკდონალდსის“ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლების სახელით, რომლებიც იქ მუშაობის დროს, 20 წლამდე ასაკისანი იყვნენ. „ისინი დისკრიმინაციაზე, ჰომოფობიაზე, რასიზმსა და შევიწროებაზე საუბრობენ“, - აღნიშნულია იურიდიული ფირმის პრესრელიზში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ საქმეში 450-ზე მეტ რესტორანი ფიგურირებს. ამ ამბავმა ფართო რეზონენსი BBC-ის მიერ 2023 წლის ივლისში ჩატარებული გამოძიების შემდეგ გამოიწვია, როდესაც დაზარაალბულებმა ჩვენებების მიცემა დაიწყეს.

„მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ქსელი ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია და დაახლოებით 170 000 თანამშრომელს ითვლის, რომელთაგან ბევრი ახალგაზრდა მუშაა. მათ შორის მრავლად არიან მოზარდებიც. „არასწორი მოპყრობისა და შევიწროების ნებისმიერი შემთხვევა მიუღებელია და სწრაფ, საფუძვლიან გამოძიებას და რეაგირებას ექვემდებარება“, - აღნიშნა სამშაბათს, 7 იანვარს, „მაკდონალდსის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სწრაფი კვების ამერიკულ გიგანტში ასევე აცხადებენ, რომ „უკვე შეიქმნა ონლაინ სისტემა, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებული და ფრენჩაიზით მომუშავე ყველა რესტორნის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მომხდარის შესახებ კონფიდენციალურად ისაუბრონ“. „მაკდონალდსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ალისტერ მაკროუმ საპარლამენტო კომიტეტს განუცხადა, რომ „ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ნებისმიერი ასეთი ქცევა აღმოფხვრას“.

კიდევ ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მას არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა, სექსის მოთხოვნით. სხვა საჩივარში კი აღნიშნული, რომ მენეჯერი ფიზიკურად უხეშად ეხებოდა ახალგაზრდა თანამშრომლებს. კომპანია „მაკდონალდსის“ თანამშრომლების შევიწროების ბრალდებები ბრიტანეთში 2019 წლიდან ისმის, როდესაც კვების მრეწველობი მუშაკთა პროფკავშირმა გამოაცხადა, რომ 1000-ზე მეტი მუშაკი სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.

წყარო: 1 არხი