ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ რუსეთისა და ყირგიზეთის გადახდის სისტემების ოპერატორების რეესტრში აღარ ფიქსირდება, ამის მიზეზი სისტემის ოპერატორის, არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია „პეიმენტ ცენტრის“ წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები გახდა.
სანქციების ამოქმედების შემდეგ „ზოლოტაია კორონამ“ მნიშვნელოვანი მიმართულებების ნაწილი დაკარგა, მათ შორის საქართველოც, ასევე სომხეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.
ანალიტიკოსების შეფასებით, ფიზიკური პირების საერთაშორისო ფულადი გზავნილების ბაზარი სულ უფრო ფრაგმენტირებული ხდება. მომხმარებლებისთვის კი მომსახურების არჩევისას მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება გაცვლითი კურსი, საბოლოო საკომისიო, გადარიცხვის სისწრაფე და კონკრეტული მიმართულების სტაბილურობა.
„ზოლოტაია კორონას“ მიერ გათავისუფლებულ ბაზრის ნიშას აქტიურად ითვისებენ ბანკები, საერთაშორისო გადახდის სერვისები და ახალი ტექნოლოგიური არხები.