რუსეთმა იძულებითი გარე ადმინისტრირება დაუწესა დანიური სამშენებლო მასალების კომპანიის Rockwool-ის ოთხ რუსეთში დაფუძნებულ შვილობილ კომპანიას. ამის შესახებ მშობელმა კომპანიამ განაცხადა და დასძინა, რომ ის აღარ აკონტროლებს თავის აქტივებს იქ. ამის შესახებ Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია.
„დანიურმა სამშენებლო მასალების კომპანია Rockwool-მა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა რუსეთში მდებარე კომპანიის ოთხი ქარხანა აიღო კონტროლის ქვეშ და კომპანია აღარ აკონტროლებს ქვეყანაში არსებულ თავის აქტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
Rockwool-მა განცხადებაში განმარტა, რომ ქარხნები დეკონსოლიდირებული იქნება და იქ მისი ბიზნესის წმინდა ღირებულება ჩამოიწერება და დასძინა, რომ მათი კომბინირებული კაპიტალი 31 დეკემბრის მდგომარეობით 469 მილიონ ევროს შეადგენდა.