უკრაინელ სამხედროებს ბახმუტი ნახევრად ალყაში აქვთ მოქცეული, რაც მათ მტრის განადგურების შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამ-არხში დაწერა.

როგორც განა მალიარი წერს, მტერმა ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ მოახერხა და პარალელურად, ქალაქის ირგვლივ გაბატონებული სიმაღლეების ნაწილი დაკარგა, ანუ ფლანგების გასწვრივ გარეუბნებში უკრაინის ჯარების წინსვლა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, ძალიან ურთულებს მტერს ბახმუტში დარჩენის შესაძლებლობას.

მისი თქმით, უკრაინის ჯარებმა ქალაქი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც მტრის განადგურების შესაძლებლობას იძევა. ამიტომ, მტერმა უნდა დაიცვას თავი ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს

„ჩვენი სამხედროები აკონტროლებენ ქალაქში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს (დასავლეთ ნაწილი) და ბახმუტის კერძო სექტორს „ლიტაკის" რაიონში", - აცხადებს განა მალიარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს. მოგვიანებით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა. უკრაინის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.

წყარო: World Military/ანალიტიკა