თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-მ ხმების 40%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოწინავე პოზიციაზე დააყენა, მაგრამ მისი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ ის ლიდერობს.
„ჩვენ ვლიდერობთ“, - დაწერა ქილიჩდაროღლუმ „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამჟამად ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.