რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე რუს სამხედროებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ომში მონაწილეობისთვის.
პუტინმა კრემლში გამართა ღონისძიება, სახელწოდებით "სამშობლოს დამცველის დღე", სადაც მან სამხედროებს სიტყვით მიმართა.
"თქვენი ძალისხმევის დამსახურებით, ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზნებს" – თქვა პუტინმა.
ამასთან ერთად, პუტინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამბობს, რომ რუსეთი განაგრძობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას.
"დღეს, როდესაც სამყარო სწრაფად იცვლება, შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განვითარების ჩვენი სტრატეგიული კურსი უცვლელი რჩება. [...] ჩვენ განვაგრძობთ ჯარისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის საბრძოლო პოტენციალის გაზრდას" – ამბობს პუტინი.
პუტინის თქმით, რუსეთის მთავარი პრიორიტეტი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მებრძოლი ჯარისკაცების საბრძოლო მასალებით მომარაგებაა".