ჩინეთის გადახდის სისტემა UnionPay აშშ-ს სანქციებს შეუერთდა, რომლებმაც 2 რუსულ ბანკზე შეზღუდვები დააწესეს. ამის შესახებ РБК-Украина რუსული Тинькофф банк-ის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ბანკში განაცხადეს, რომ დაწესებული სანქციების გამო ამ გადახდის სისტემის ბარათი 21 ივლისიდან მუშაობას წყვეტს.
Тинькофф банк-ი ადრე აცხადებდა, რომ UnionPay ბარათები არ მიიღება ისრაელში, საქართველოში და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ტაილანდში, ასევე აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ Тинькофф банк-ი 20 ივლისს აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა. შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ ასევე Локо-Банк-ი, ბანკები Солидарность и Юнистрим-ი. ამასთან, Тинькоф банк-ის წინააღმდეგ სანქციები კანადაშიც დააწესა. Юнистрим-ის გამოყენება შეზღუდა ყველა ქართულმა ბანკმა და სანქციების გამო ახლა Юнистрим-ის გამოყენებით საქართველოში თანხის გამოგზავნა შეუძლებელია. რაც შეეხება Tinkoff Bank-ს, ამ უკანასკნელმა საქართველოში უცხოური ვალუტის გადმორიცხვა ჯერ კიდევ მარტის თვეში შეაჩერა.

