ჩინურმა ავტომობილების მწარმოებელმა Nio-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი ახალი ET9 ელექტრო სედანი დამოუკიდებლად იშორებს თოვლს. რაც ინტელექტუალური ვიბრაციული შასის სისტემის გამოყენებითაა შესაძლებელი. ამ სისტემის წყალობით მანქანას შეუძლია იმოძრაოს და ამ მოძრაობით თოვლი ჩამოიფერთხოს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ მანქანის დაძვრამდე, არამედ მოძრაობის დროსაც.