ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ტრადიციული, თოვლის ფესტივალი იწყება.

„ყინულისა და თვლის სამყარო“, ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომლისთვისაც ყინულისა და თოვლისგან სასახლეები და სკულპტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა ხელოვანებმა შექმნეს.

ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ფესტივალისთვის რეკორდული რაოდენობის, 300 ათასი კუბური მეტრი თოვლი და ყინული იქნა გამოყენებული.

წყარო: იმედინიუსი