ჩეხეთის მთავრობას სურს, შეწყვიტოს ყოველგვარი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე მომდევნო წლების მანძილზე. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩეხეთი შეძლებს ნავთობის საჭიროების უზრუნველყოფას ტრანს-ალპური მილსადენის საშუალებით, 2025 წლიდან. ქვეყანამ მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა.

ჩეხური ნავთობგადამამუშვებელი ქარხნები პოლონეთის სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელმაც აპრილში განაცხადა, რომ გააუქმეს კონტრაქტი რუსული ნავთობის მიწოდების შესახებ პოლონეთის ქარხნებისთვის.

ევროკავშირმა რუსული ნავთობის მიწოდება 2022 წლის დეკემბრიდან აკრძალა, თუმცა გამონაკლისი დაუშვა მილსადენი „დრუჟბით“ შავი ოქროს მიწოდებაზე გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთისა და უნგრეთის ქარხნებში.