ჩეხეთის მთავრობამ სანქციების სიაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი შეიყვანა. სია გამოქვეყნებულია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახდა ახალი სანქციების სიის პირველი და ამჟამად ერთადერთი მონაწილე, რომლის ფორმირება იანვარში დამტკიცდა. ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებების მხარდაჭერის გამო მოხვდა.
პატრიარქის სანქციების სიაში შეყვანა ნიშნავს მის ჩეხეთში შესვლის აკრძალვას და ქონების გაყინვას ჩეხეთში (თუ ასეთი არსებობს). იანვარში ქვეყანაში ძალაში შევიდა მაგნიტსკის ეროვნული კანონი, რომლის საფუძველზეც დგება სანქციების სია.