ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინაში 30 ათასი სამშვიდობოს განთავსებას გეგმავენ, თუ კიევი და მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

ამავდროულად, გამოცემის ცნობით, ახალი ევროპული გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინაში აშშ-ის ძალების განლაგებას, მაგრამ მოითხოვს აშშ-ის სამხედრო პოტენციალს, რომ დაიცვან ევროპული ჯარები, თუ ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან და ასევე რუსეთის შეკავებას, რომ არ დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ამრიგად, აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს საჰაერო თავდაცვის სისტემები მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც ფარავენ უკრაინის ტერიტორიას, ხოლო ევროპელებს სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფენ.

შესაბამის გეგმას საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერები მომავალ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტს ვაშინგტონში წარუდგენენ. გეგმის თანახმად, ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარები, საზღვაო ძალებთან და ავიაციასთან ერთად, იქნებიან ე.წ. დამხმარე ძალების საფუძველი. ისინი არ განლაგდებიან აღმოსავლეთ უკრაინაში წინა ხაზის გასწვრივ და ამის ნაცვლად დაიცავენ სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას, ქალაქებსა და პორტებს, მათ შორის შავ ზღვაში.

გეგმმის თანახმად, უპილოტო აპარატები და თანამგზავრები გააკონტროლებენ წინა ხაზს, რათა დადგინდეს, იცავს თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

წყარო: 1 არხი