ბრილიანტების ფასების ზრდა სექტემბერშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს თვე ტრადიციულად სეზონურ ვარდნად ითვლება, იტყობინება Rapaport, სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც ითვლის Rapaport Trade Diamond Index-ს (RAPI), ინდუსტრიის საორიენტაციო მაჩვენებელს.

აგვისტოში 15 თვის განმავლობაში პირველად 0.5%-იანი ზრდის შემდეგ, 1 კარატიანი ბრილიანტების ფასები სექტემბერში კვლავ გაიზარდა, ამჯერად 0.3%-ით. თუმცა, ამ კატეგორიაში ფასი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 12%-ით დაბალი რჩება. 3 კარატიანი ბრილიანტების ინდექსი 1.5%-ით გაიზარდა.

სექტემბერში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მცირე, მაღალი ხარისხის ბრილიანტების ფასმა აჩვენა, სადაც 0.3 კარატიანი ბრილიანტების RAPI 3.2%-ით, ხოლო 0.5 კარატიანი ბრილიანტების ფასმა 2.5%-ით მოიმატა. წლის დასაწყისიდან 0.3 და 0.5 კარატიანი ბრილიანტების ინდექსები შესაბამისად 15.1%-ით და 5.8%-ით გაიზარდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით და 8.7%-ით ნაკლები რჩება.

აღდგენა განპირობებულია შეზღუდული მიწოდებით მზარდი მოთხოვნის ფონზე.

ვრცლად interfax – ზე