ნავთობის ფასები პარასკევს დღის განმავლობაში ზრდისკენ გადავიდნენ, რითაც ვაჭრობისას ადრე მიყენებული დანაკარგი აანაზღაურეს. 

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მარტის ფიუჩერსები 0.76 დოლარით (1.19%-ით) გაიზარდა და ბარელზე 64.52 დოლარი შეადგინა.

თებერვლის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.69 აშშ დოლარით (1.17%-ით) გაიზარდა და ბარელზე 59.88 აშშ დოლარი შეადგინა.

ხუთშაბათს, ირანში სიტუაციის დეესკალაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 4.15%-ით, ხოლო WTI-ის ფასი 4.56%-ით დაეცა.

ვრცლად interfax – ზე