გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე მიონხენგლადბახის „ბორუსია“ კიდევ ერთი კლუბია, რომელსაც ზურიკო დავითაშვილის დამატება სურს – ინფორმაციას Fußball Transfers-ი ავრცელებს.
„მიონხენგლადბახის „ბორუსია“ დაინტერესებულია ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით. „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელს რამდენიმე სხვა კლუბიც აკვირდება – მათ შორის „ევერტონი“, „სევილია“, „რენი“ და „სტრასბური“.
დავითაშვილმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდნისგან მაინც ვერ იხსნა. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს (46 მატჩი, 6 გოლი) უმაღლეს დივიზიონში თამაშის გაგრძელება სურს.
როგორც ჩანს, „სენტ-ეტიენი“ 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს, მისი კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2028 წლამდეა გათვლილი. „გლადბახის“ ამჟამინდელმა გარემარბებმა გასულ სეზონში მხოლოდ 11 გოლი გაიტანეს, ამიტომ დავითაშვილს შეუძლია გერმანული კლუბის შეტევითი პოტენციალი სერიოზულად გააძლიეროს“, – წერს გამოცემა გერმანული გამოცემა.