გერმანულმა ავტოკონცერნმა BMW-მ უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი იქნება. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

სადგური BMW-ის ელექტრომობილების საწარმოო ქარხნის ტერიტორიაზე განთავსდება და 71 ფეხბურთის მოედნის ტოლ ტერიტორიას დაიკავებს. მასზე 71 ათასი მზის პანელი მოეწყობა, რომელთაგან ზოგიერთი ქარხნის სახურავზე დამონტაჟდება.

ენერგია, რომელსაც პანელები გამოიმუშავებს, 20 ათასი სახლის მოსამარაგებლად იქნება საკმარისი.

პროექტის დასრულება 2025 წლის ნოემბრისთვის იგეგმება, როცა ქარხანა ფუნქციონირებას დაიწყებს.

ცნობისთვის, ამჟამად უნგრეთში, მზის, დაახლოებით, 278 ათასი საშინაო და თითქმის, 3,5 ათასი სამრეწველო ელექტროსადგურია.

bpn.ge