BMW, Jaguar და Volkswagen ავტონაწილებს ისეთი მომწოდებლებისგან ყიდულობდნენ, რომლებიც ჩინურ ბაზარზე იძულებით შრომაში იყვნენ ეჭვმიტანილები - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აშშ-ში შემოტანილი 8000 ერთეული Mini Cooper-ი ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომლებიც აკრძალული მწარმოებლის Sichuan Jingweida Technology Group- ის მიერ იყო გამოშვებული. (BMW-მ MINI 1996 წელს შეიძინა და მას შემდეგ მისი მფლობელია).

BMW-მ განაცხადა, რომ მათ შრომით პრაქტიკასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვთ და ამ საკითხის მოსაგვარებლად უკვე მიიღეს გარკვეული ზომები.

Jaguar-მა ასევე ხაზი გაუსვა მათ ერთგულებას ადამიანის უფლებებისადმი და თქვა, რომ ისინი აკრძალული მწარმოებლისგან ავტონაწილების შეძენას თავს აარიდებენ.

VW-ს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. უაიდენმა მოუწოდა აშშ-ს საბაჟოებს, უფრო ეფექტურად აღასრულონ კანონები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საწარმოო მასალების შესაქმნელად ჩინეთში იძულებით შრომას იყენებენ.