რუსეთის „თავისუფლების ლეგიონი“ და რუს მოხალისეთა კორპუსი, რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეზე, აწარმოებენ ოპერაციას რუსეთის ბელგოროდის რეგიონში, რათა შეიქმნას "უსაფრთხო ზონა", რომელიც საჭიროა მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად - ამის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს  დაზვერვის სპიკერმა ანდრეი იუსოვიმა.

22 მაისს, დილით, უკრაინულმა და რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შეტაკებების, ბელგოროდის რეგიონის დაბომბვისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო პუნქტზე თავდასხმის შესახებ. რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე რეიდი ჩაატარეს.

იქამდე რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და FSB-ს ცნობით,  უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შევიდა.