გრეტა გერვიგის ფილმ  „ბარბის“ შემოსავალმა გლობალურ კინოგაქირავებაში $1 მილიარდს გადააჭარბა. - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. მათივე ცნობით  ლეგენდარული სათამაშოების შესახებ გადაღებულმა ფილმმა აშშ-ის ადგილობრივ ბაზარზე 459 მილიონი, ხოლო საერთაშორისო გაქირავებაში 572 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ბარბი კინოს ისტორიაში პირველი ქალის მიერ გადაღებული ფილმია, რომელმაც მილიარდ დოლარიან ზღვარს გადააბიჯა.

ფილმმა 459,4 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ხოლო 572.1 მილიონი საერთაშორისო კინოგაქირავებაში მოაგროვა. ამ დროისთვის ბლოკბასტერის ზუსტი შემოსავალი $1,031 მილიარდი დოლარს შეადგენს.

მილიარდიანი ზღვრის გადასალახად გერვიგის ფილმს მხოლოდ 17 დღე დასჭირდა. ფილმის თავდაპირველი ბიუჯეტი, მარკეტინგის ხარჯების გარეშე, 145 მილიონ დოლარს შეადგენს.