აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის $4.7 მილიარდის მოცულობის სესხის გასანულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გადარჩეული ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა ხელისუფლების ტრამპისთვის გადაბარებამდე ომში უკრაინისთვის გარკვეული უპირატესობა შექმნან.
უკრაინისთვის $9.4 მილიარდის მოცულობის სესხის განულების შესახებ კანონპროექტმა წარმომადგენლობითი პალატა აპრილში გაიარა. აღნიშნული სესხი უკრაინის მთავრობისათვის გამოყოფილი ეკონომიკური დახმარებაა, რომლის ნახევრის გაუქმებაც ჯო ბაიდენს უკვე 15 ნოემბრის შემდეგ შეუძლია. კანონპროექტის თანახმად, 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკრაინის მთავრობისათვის აშშ-მა $61 მილიარდის მოცულობის დახმარება გამოყო.
მეთიუ მილერის განცხადებით, ადმინისტრაციამ კონგრესის მიერ მინიჭებული უფლების იმპლემენტაციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილებას კონგრესის საბოლოო თანხმობა მაინც სჭირდება.
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მთავრობის ოფიციალურ პირებს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარების მიწოდების პროცესის დაჩქარება მოსთხოვა. როგორც ჩანს, დემოკრატი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ 20 იანვარს ადმინისტრაციის ტრამპისთვის გადაბარების შემდეგ აშშ-ის დახმარება მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ამასვე უნდა უკავშირდებოდეს რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ამერიკული რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მინიჭებაც.
წყარო: forbes.ge