შეერთებულ შტატებში მეორადი მანქანების ფასების შემცირების ტენდენციაა. ინფორმაცია iSeeCars პლატფორმაზე ქვეყნდება.
ავტომობილების ფასი 3,6%-ით დაეცა. თუ ფასების კლების ქრონოლოგიას მივადევნებთ თვალს, იანვარში ფასები 8,8%-ით დაეცა, მარტში 16,8%-ით, ივნისში 29,5%-ით.
გთავაზობთ მანქანების ათეულს, რომელთა ფასი 2023 წელს 15-დან 30%-მდე შემცირდა:
Tesla Model 3 – 30,5%-ით იაფი (საშუალო ფასი $37,023)
Tesla Model X - 21.3% ($70,158)
Nissan Leaf - 19,2% (22,504$)
Tesla Model S - 19% ($64,938)
Range Rover - 18.5% ($75,481)
Range Rover Velar - 17.5% ($46,269)
Land Rover Discovery - 16,8% (40,986 $)
Hyundai Ioniq Hybrid - 16.2% ($20,148)
Jaguar E-Pace - 16.2% (33,213$)
BMW 5 Series PHEV - 15.5% (33,607$)