აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში შესულ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადს დააწესებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფოლადსა და ალუმინზე ტარიფებს ყველასთვის გამოაცხადებს.
BBC-ი წერს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი ყველაზე დიდ გავლენას კანადაზე მოახდენს, რადგან კანადა და მექსიკა ფოლადის მიწოდების კუთხით აშშ-ის ორი უდიდესი პარტნიორია. ამასთან, კანადა აშშ-სთვის ალუმინის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კვირის ბოლოს საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც შეერთებული შტატებიდან იმპორტზე გადასახადებს აწესებენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.