აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტზე 2 აპრილიდან ტარიფები დაწესდება.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რამდენპროცენტიანი ტარიფები დაუწესდებათ ავტომობილების იმპორტიორებს ან რომელ ქვეყნებს შეეხებათ აღნიშნული ტარიფები.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის აპირებს ავტომობილების ტარიფების დაწესებას, ტრამპმა უპასუხა, რომ ტარიფების გამოცხადება პირველი აპრილისთვის სურდა, რომელიც არის „სულელების დღე“, თუმცა თავად ცოტა ცრუმორწმუნეა და ტარიფები 2 აპრილს გამოცხადდება.