Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რომ რუსული ნავთობკომპანიები ურალის ტიპის ნავთობის მიწოდებას ინდოეთის ნაცვლად ჩინეთში ამისამართებენ მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-დელის რუსული ნავთობის ყიდვის გამო ახალი ტარიფები დაუწესა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ჩინური ნავთობგადამამუშავებლებისთვის ურალის ტიპის ნავთობის ბარელები ახლა ფასდაკლებითაა შეთავაზებული - ფასმა თითო ბარელზე 1 დოლარით დაიწია. მიწოდება რუსეთის დასავლეთ პორტებიდან ოქტომბერშია დაგეგმილი.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ჩინურ მხარეს ფასდაკლებით შეთავაზებებს კრემლთან დაკავშირებული კომპანიები სთავაზობენ, მათ შორის ლუკოილის მთავარი სავაჭრო განყოფილება - Litasco.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.